ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: მინდა მივმართო თეა წულუკიანს, მის საკურატურო სფეროებს მიხედოს, რომ სხვის ძიებაში უცებ არ ჩამოეშალოს
16-09-2021, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს რაც ხდება არის ძალიან მძიმე. ეს ყველაფერი აზიანებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას, სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც მე წლების განმავლობაში ვემსახურებოდი და ვემსახურები. არ ვაპირებ ამ საკითხზე ჭორაობას”, - განაცხადა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

 


„აუცილებელია, ჩატარდეს გამჭვირვალე, ღია გამოძიება და რა თქმა უნდა, ნათელი მოეფინოს ყველაფერს - ჯერ უნდა დადასტურდეს აღნიშნული დოკუმენტების ავთენტურობა, უნდა გაირკვეს საერთოდ აქ რა არის სიმართლე და რა არა, და ამის შემდგომ უნდა გაკეთდეს დასკვნები. ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის. მინდა ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში, არასოდეს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. და მინდა მივმართო თეა წულუკიანს, მის საკურატურო სფეროებს მიხედოს, რომ სხვის ძიებაში უცებ არ ჩამოეშალოს. ეს არის ჩემი კომენტარი! ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ამ ყველაფერს ფარდა აეხადოს“, - აცხადებს ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი