დავით უსუფაშვილმა და იული ედელშტეინმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
05-11-2015, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, იული ედელშტეინმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

 

მემორანდუმი ორი ქვეყნის პარლამენტების შემდგომ თანამშრომლობას შეეხება.

 


დოკუმენტზე ხელმოწერის შემდგომ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

 


"მემორანდუმი ითვალისწინებს არა მხოლოდ ჩვენს ზოგად განწყობას იმის თაობაზე, რომ ორი ქვეყნის, ორი ხალხის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის უკეთ ვითანამშრომლოთ, არამედ ამ მემორანდუმში არის ძალიან კონკრეტული საკითხები, რათა ჩვენმა პარლამენტებმა ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლონ, გავცვალოთ გამოცდილება და გავაძლიეროთ ერთმანეთი. ჩვენი სტუმრები კონკრეტული წარმატებული პროექტებით ჩამობრძანდნენ, რომელიც მათ ქნესეთში განახორციელეს. ეს არის მწვანე პარლამენტის კონცეფცია - ამ მიდგომით მათ ძალიან სერიოზული მიღწევების დემონსტრირება მოახერხეს, თუ როგორ შეიძლება მონდომობით სერიოზული შედეგის მიღება, აგრეთვე რა ღონისძიებებს ატარებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პარლამენტის სისტემაში ინტეგრირებისათვის", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
თავის მხრივ, უსუფაშვილმა ებრაელ კოლეგას გააცნო საქართველოს პარლამენტის მიღწევები ღიაობის პროცესში. უსუფაშვილის თქმით, ამ თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტი მსოფლიო ლიდერად არის აღიარებული.

 


"მოხარული ვარ, რომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასეთ კონკრეტულ, დეტალურ საკითხებზე ვსაუბრობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვა დონეზე - სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე, პოლიტიკური ურთიერთგაგების დონეზე დიდი ხანია ყველაფერზე შევთანხმდით. ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ასეთ კონკრეტულ ურთიერთსასარგებლო პროექტებში უნდა გამოიხატოს. წარმატებას ვუსურვებ ებრაელ ხალხს მშვიდობის, სტაბილურობის მიღწევაში თავიანთ ქვეყანასა და რეგიონში. საქართველო ამ თვალსაზრისით ისრაელის საიმედო მეგობრად და პარტნიორად რჩება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


შეგახსენებთ, იული ედელშტეინი თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. დღესვე, ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს, ილია მეორეს შეხდება.

 


6 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან.

 


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ღონისძიება გაიმართება.

 


იული ედელშტეინი თბილისს 8 ნოემბერს დატოვებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი