არ მიკვირს, ეს რომ ხდება, რადგან არჩევნები მოახლოვდა და თუ შევხედავთ სიტუაციას, უნდა მივხვდეთ, რა ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ის ამ თემაზე ლაპარაკობდა, ყურადღება რომ მიექციათ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.
„თქვენ გახსოვთ, მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. მე ეს აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებისგან ასეთ რამეს უარყოფდა. მე სიმართლეს ვლაპარაკობდი. ვისაც გიორგი გახარია ავალებდა, რამდენიმემ მითხრა და თან სხვადასხვა მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად ასე იყო. ბრძანება მოდიოდა გიორგი გახარიასგან, თავად მას კი ვინ აძლევდა ბრძანებას, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან ალბათ არ იყო. დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ გახარია მოსკოვის კაცია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, უცდია თუ არა მას გახარიასთან შეხვედრა, მეუფე აცხადებს, რომ ამის სურვილი არ ჰქონია. „მასთან შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ალბათ გუნდმა ერსაც უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ ასეთი კაცი გაეპარათ და ჰყავდათ გუნდში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
იგი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების სავარაუდო მოსმენების მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო.
მისი თქმით, ამ სავარაუდო მოსმენებით ეკლესიის დისკრედიტაცია რომ მოხდებოდა, ამით გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ ხმებს წაართმევდა.
„ამ სავარაუდო მოსმენებით ეკლესიის დისკრედიტაცია რომ მოხდებოდა, თავისთავად ის [გიორგი გახარია] „ოცნებას“ რაღაც ხმებს წაართმევდა. ახლა იცით, რომ 43%-ზე მიდის საუბარი. რომ შეხედოთ, 2012-ში ვინც მაშინდელი ხელისუფლება შევცვალეთ, გახარია სად იყო და მის იდეებს ვინ უნდა გაჰყვეს?! უბრალოდ უნდა „ოცნებას“ დააკარგვინოს რაღაც ხმა. ის უცხო სხეული იყო აქ, როგორ მოხვდა მე არ ვიცი, ალბათ იმ კაცს უნდა მოჰკითხოთ, ვინც მოიყვანა, ვინც საქართველოში ჩამოიყვანა“, - აღნიშნა მეუფემ.
მისი თქმით, როდესაც გაიგო, რომ გიორგი გახარიას დავალებით სასულიერო პირების მოსმენის დავალება გაიცა, მას ამ თემაზე საპატრიარქოში ჰქონდა საუბარი, მაგრამ თავიდან მისი არ დაიჯერეს, თუმცა დღესდღეობით ამას ყველა აღიარებს.
„გახარია ეკლესიისთვის საფრთხე ვერ იქნება, რადგან მასეთები მოდიან და მიდიან. ეკლესია ქრისტეს სხეულია, ჩვენთან საკმაოდ დიდი გონიერებაა. ორიათასწლოვანია ჩვენი ეკლესია. კარგი, მაგას შსს ჰყავს, სპეცსამსახურები ჰყავს, მაგრამ 2 ათასი წელი ჩვენ გავატარეთ როგორ გარემოში? - გვიპყრობდნენ და ქართველობას მაინც ვინარჩუნებდით. ჩვენც შეგვიძლია რაღაც ინფორმაციის ისე მოპოვება, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება, მოსმენები არ სჭირდება, ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, არა მხოლოდ მაგ გზებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა, რომლის კომენტარს „იმედინიუს.ჯი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.