ზვიად ძიძიგურმა ივანიშვილს „დაღუპვა“ უწინასწარმეტყველა: „რაც უფრო მეტად ჩაებღაუჭები, მით უფრო მწარედ წაგართმევენ იმ სკამს, რომელსაც ასე ძალიან ეპოტინები“
17-09-2021, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - „ქართული ოცნების“ მრავალგზის დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური მოვლენების უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც „არსად არ წასულა“.

 


ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში საუბრისას ძიძიგურმა ივანიშვილს პოლიტიკურად „დაღუპვა“ უწინასწარმეტყველა და თქვა, რომ მისი ქმედება არის „განწირული საქმე“ და „რაც უფრო მეტად ჩაებღაუჭები, მით უფრო მწარედ წაგართმევენ იმ სკამს, რომელსაც ასე ძალიან ეპოტინები“.

 

 

„ხელისუფლების ბრალია ეს ყველაფერი. ხელისუფლება დღეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2-ჯერ თუ 3-ჯერ წავიდა უკვე ხელისუფლებიდან, მაგრამ არასად არ არის წასული. ამაზე კარგი მტკიცებულება, როდესაც მან ღია წერილით მიმართა საზოგადოებას და უთხრა, რომ აი, გახარია არის მოღალატე და მაგას არაფერი არ დაუჯეროთო, ეს იმას ნიშნავს, რომ არსად არ წასულა. ეს დისტანციური მართვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ძალიან მოხერხებული და მოქნილი მართვა ჰგონია, პირდაპირ რომ გითხრათ შეურაცხმყოფელია. დისტანციურად შეიძლება მართო ტელევიზორი და კონდიციონერი. რა უბედურებაა ქვეყნის დისტანციურად მართვა?! შენ მოგცა ხალხამ ხმა, აგირჩია - რამდენმა აგირჩია, როგორ აგირჩია, ამაზე არ ვალაპარაკობ - და ერთი თვის მერე აცხადებ, მე ახლა წავედი და აგერ არის კობახიძე და აგერ არის თალაკვაძე და ამათ უნდა მართონ ქვეყანა?! ეს არ არის პატიოსანი საქციელი. ეს არის საკუთარი ხალხის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამოჩენა და მე ვფიქრობ ამის ღირსი არც ქართველი ხალხია და არც საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მთლიანად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დასჯადი და პოლიტიკურად ეს ისჯება, აუცილებლად ამაზე პასუხი იქნება, პასუხი იქნება ის, რომ ხელისუფლებიდან მიგაბრძანებენ. ეს არის დასჯა, მეტი დასჯა რა უნდა იყოს ხელისუფლების, იმ ხელისუფლების თან, რომელსაც არ აქვს სხვა არანაირი იდეა, თუ შეიძლება ეს იდეა იყოს, როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ეს იდეაა?! ეს იდეა კი არა, ეს საშინელებაა, რას ლაპარაკობთ, ჩაებღაუჭო იმას, რაზეც ზიხარ, ეს არის იდეაა? ეს იდეა არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს არის დაღუპვისთვის განწირული საქმე იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ჩაებღაუჭები, მით უფრო მწარედ წაგართმევენ იმ სკამს, რომელსაც ასე ძალიან ეპოტინები“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც მიესალმება ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში ოპოზიციური ფლანგიდან ბრძოლას და მას წარმატებას უსურვებს.

 

 

„თუ ბატონი გახარიას პოლიტიკიდან, იმ გუნდიდან წასვლა და პოლიტიკაში სხვა ფორმით მონაწილეობა არის მოღალატეობა, იმ გუნდიდან პირველი ბიძინა ივანიშვილი წავიდა თვითონ - გამოაცხადა, წავედი ახლა მეო. თვითონ გამოდის მთავარი მოღალატე მისი გუნდისაც, თავისი სახელმწიფოს და თავისი ქვეყნის, როგორც თვითონ ახსნა. ეს არავითარი ლოგიკა არ არის“, - აღნიშნა ძიძიგურმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი