ჯუანშერ ბურჭულაძე პირველ ქვეით ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
17-09-2021, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამჯერად ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა, სადაც შეიცვალა სახურავი, შეიღება ფასადი, განახლდა გათბობის სისტემა და მოწესრიგდა სველი წერტილები. პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სრულად გარემონტდა შტაბის შენობაც, მოეწყო მართვის ცენტრი, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბრიგადის გარე ტერიტორიაც, სადაც ახალი სარწყავი სისტემა დამონტაჟდა.

 

 

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი