ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და გასაკვირი არაფერია
18-09-2021, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა და მმართველი გუნდიც არაერთხელ გადაეფარა, თუმცა მან ღალატი ჩაიდინა.

 


„მოსახლეობას, შეიძლება, აღარ აინტერესებს ამდენი შეფასებები, მაგრამ რადგან მკითხეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. რომ იტყვიან, ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, გადაეფარნენ, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ღალატია, სხვა ამას რა შეიძლება უწოდო. ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის. ამის მაგალითები უამრავია, ყველა ქვეყანაში, ყველა გუნდში, ყველა საზოგადოებასა და ორგანიზაციაში. ვფიქრობ, მან პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთა ცუდი საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდი დაგვაზიანა, გუნდს უღალატა და სახელმწიფოს უღალატა, როცა კანონის აღსრულებაზე უარი თქვა და გადაეფარა ნიკა მელიას - ამ მოძალადე კაცს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, კანონს, სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა. ამის ანალოგი ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში. ვინ უნდა იყოს გახარია, შესაბამისად, ჩემთვის გახარია დამთავრებულია. მით უმეტეს, იცის რა, რომ მერის არჩევნებში პირველსავე ტურში კახა კალაძე იმარჯვებს, კახას ალტერნატივა არ ჰყავს, მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ იქნებ თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. ვინ უნდა იყოს გახარია ჩემთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი