საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქნესეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი ხელმძღვანელობს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
ქნესეთის პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებული იქნება მომავალშიც, სახელმწიფოების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.