ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დაგვხვდა მასალა, სადაც აღბეჭდილი იყო უკანონო ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მათ შორის უცხოელ დიპლომატებზე, ეს ჩანაწერები გავანადგურეთ, მაგრამ, ეს არ გამორიცხავს, რომ ასლები ბევრს გაეტანა და გაიტანეს კიდეც
18-09-2021, 00:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საზოგადოების დიდი ნაწილის, ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნა, მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ „ქართულ ოცნებას“, ის არქივები, რაც დახვდა, განადგურებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, უკანონო მიყურადების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა განადგურდა.

 


„მოგეხსენებათ, მე მაშინ ვიყავი მინისტრი და მოჰქონდათ კასრებით და ათასი საშუალებით მთელი საარქივო მასალა, სადაც აღბეჭდილი იყო უკანონო ფარული მიყურადების მეშვეობით გაკეთებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მათ შორის უცხოელ დიპლომატებზე გადაღებული უკანონო ჩანაწერები. მაშინ კონსენსუსი შედგა, შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიყვანეთ არასამთავრობო ორგანიზაცია და ეს ჩანაწერები გავანადგურეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იმდენად გავრცელებული და მასობრივი იყო, ყველას ჰქონდა ამაზე წვდომა, გამორიცხული არ იყო, ასლები ბევრს გაეტანა და გაიტანეს კიდეც. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, მომდევნო წლებში არაერთი ვიდეოფაილის გაჟონვა თუ შეგნებულად გავრცელება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი