ირაკლი ღარიბაშვილი: ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“? სააკაშვილი და ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე, რა ვალი აქვს ამისთანა ან რა კომპრომატები აქვთ მასზე, რომ ვერ გათავისუფლდა
18-09-2021, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა სათავეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის იმიჯი ძალიან დააზიანა.

 

 

„ამის მიუხედავად, მაშინ მას მთელი გუნდი გადაეფარა, რადგან ვნახეთ, რომ იყო რეალური საფრთხე, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და რაღაც უბედურება მომხდარიყო, კიდევ უფრო მძიმე ვითარება მიგვეღო. გადაეფარა მთელი გუნდი და გადაარჩინა, შემდეგ დაწინაურდა, დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ასე გადაწყდა მაშინ, ასე გადაწყვიტა გუნდმა. ამის შემდეგ, რომ ეს კაცი გამოდის, უთავმოყვარეოდ რაღაცებს ლაპარაკობს და ჩვენს გუნდს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაამარცხოს საქართველოს მოქალაქემ და ხალხმაო, ვინ უპირისპირდება, ვეკითხები ადამიანებს. ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“? სააკაშვილი და მთელი ეს ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე. მე კითხვა მაქვს, რა ვალი აქვს ამისთანა ან რა კომპრომატები აქვთ მასზე, რომ ვერ გათავისუფლდა და მიყვება პირდაპირ. უკვე რამდენჯერმე გააკეთებინეს ხარაკირი, პოლიტიკური თვითმკვლელობა და ახლა მორიგი პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაადენინეს, როცა თავი მერობის კანდიდატად დაიყენა და ეს პოლიტიკური პარტია შექმნა. სამარცხვინოა, რა უნდა გითხრათ. ჩემთვისაც ძალიან რთულია, რადგან გუნდის წევრი იყო და ამდენი წელი ვიცნობდით და ერთად მოვდიოდით. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ეს არის ღალატი და ღალატი ჩვენთვის მიუღებელია. ქართველი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გიორგი გახარიამ. ქართველი კაცი ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასეთ საკაცობრიო ღირებულებებს, ღალატს, სიყვარულს და ა.შ. ემოციურია ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი