მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია სააკაშვილის მიერ არიან მართულები, ხაზარაძემ ანაკლია ვერ ააშენა და ახლა მილიარდ 500 მილიონს ედავება სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტში მყოფი პარტიები, რომლებიც სააკაშვილთან არ არიან ალიანსში, კონსტრუქციული პარტიები არიან.
„დღეს პარლამენტში არიან ჯანსაღი პარტიები, იგივე „ევროპელი სოციალისტები“, ალეკო ელისაშვილის პარტია, კონსტრუქციულად გამოიყურება ვაშაძეების პარტია.. მოკლედ, სააკაშვილის გარდა და სამწუხაროდ უნდა ვახსენო, რომ გახარიაც მისი ნაწილი გახდა უკვე, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოახერხო კაცმა, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, პარტიის დამფუძნებლის ამხელა ნდობით სარგებლობდე და გახდე სააკაშვილის მიერ მართული და მისი ამ ვალდებულებების და კომპრომატების გამო მართული თუ მარიონეტი. აღარ მინდა ამაზე საუბარი. „ლელოც“ რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნაწილია, ხაზარაძეზე ორი სიტყვით მინდა ვუთხრა მოსახლეობას, თავიდან ბოლომდე სააკაშვილის მართული პროექტია. ხაზარაძე, რომელიც დღეს იმის გამო, რომ ვერ ააშენა ანაკლია, მილიარდ 500 მილიონს ედავება სახელმწიფოს. წარმოიდგინეთ, 3 მილიონი აქვს დახარჯული მას პირადად და მოსახლეობამ რომ იცოდეს.. ვინ უშლიდა აშენებას, 4 წელი ელოდა მთავრობა, სად იყო, რატომ არ ააშენა, დღეს სახელმწიფოს ედავება მილიარდ 500 მილიონს. მტერი უნდა იყოს კაცი, როცა მთავრობას ედავება მილიარდ 500 მილიონს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.