ჩვენ ვგეგმავთ ძალიან სოლიდური თანხების ინვესტირებას და განათლების ბიუჯეტის ასეთი უპრეცედენტო ზრდა არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყო ასევე მასწავლებლების ხელფასების ზრდა და გაწერილია გეგმა, რომლის თანახმად, მასწავლებლის საშუალო ხელფასი უახლოეს წლებში 1500-2000 ლარამდე გაიზრდება.
„განათლებაზე როცა ვსაუბრობ, მაინც მახსენდება გვარამია, რომელიც იყო განათლების მინისტრი, რადგან მეორეს მხრივ ვუყურებთ მეცნიერ კაცს, ღირსეულ კაცს, მიხეილ ჩხენკელს და სააკაშვილის დროს იყო გვარამია ნიკა, რომელიც მთელს ამ გარყვნილებას უწევს პროპაგანდას და ტირაჟირებას, ეს შედარებისთვის და შეხსენებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანას აქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი უნიკალური რესურსები და ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა.
„ამისთვის, ყველას გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი ჩართულობა, მეტი ფიქრი დასაქმებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და სიღარიბის დაძლევაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.