ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 997 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 593 763-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.02%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 498 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 292, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 154, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 30.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 197, საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 582, იმერეთში - 1 044.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 138, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 345 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 27, იმერეთში - 30.
1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 321 - აჭარაში.
20 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 153 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.