GUARDIAN.GE - ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მის სატელეფონო საუბარს ყოველდღიურად ისმენს და იწერს, თუმცა მას „ძალიან მყარი ნერვები“ აქვს და ამ ქვეყანაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
მან შაბათს, თავის საავტორო გადაცემაში, დედაქალაქში გამოკრული იმ „სისხლიანი ბანერების“ შესახებ ისაუბრა, რომელზეც სხვებთან ერთად თავადაცაა გამოსახული და რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებას ძალიან დიდი თანხა დაუჯდა და ეს მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ ბანერი - „რუსეთი ოკუპანტია“ - არასდროს დაუფინანსებია და განუთავსებია ქალაქის ქუჩებში.
ნოდარ მელაძის განცხადებით, ამ „საძაგლობების“ უკან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და პრემიერ მინისტრის პრესმდივანი ნინო გიორგობიანი დგანან.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მწერენ, ვისაც ჯერ კიდევ ღირსება შემორჩა, სხვათა შორის „სიგნალში“, მათმა ბოსებმა რომ არ წაიკითხონ, რომ ეს მათაც არ მოსწონთ; მწერენ, რომ პარტიის პიარი მამუკა მდინარაძემ ჩაიბარა და პრემიერის პრესმდივანთან, ნინო გიორგობიანთან ერთად გეგმავს ამ საძაგლობებს ქალაქის ქუჩებში. უკან მათი აჩრდილი უნდა ვეძებო“, - თქვა მელაძემ და დაამატა, რომ ამის მიუხედავად, იგი მისი მოწინააღმდეგეების მიმართ ბრძოლის ანალოგიურ მეთოდებს არ გამოიყენებს.
„მე რომ ბრძოლის მათეულ წესებს გავყვე, ახლა უნდა დავიწყო და ბევრი უნდა გელაპარაკოთ, რა მდგომარეობაში იპოვეს მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილმა პირველად პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან რომ გააგდო; მოვყვე, ერთ-ერთ სუფრაზე, როგორ იგინებოდა ბატონი ირაკლი ბატონი ბიძინას მისამართით და როგორ აჩუმებდნენ; ან დავსვა კითხვა, ბატონი ბიძინას ყველა მობილური ტელეფონის ნომერი რატომ არის სამი ექვსიანი და ხომ არ არის ჩასახლებული ამ ტელეფონში მხეცის ნიშანი? არა, ეს ჩემი საქმე არ არის. ნერვებს გაუფრთხილდით! არჩევნებამდე 2 კვირაა და „ქართულ ოცნებაში“ ნერვების მოსაშლელი ისტორია კიდევ ბევრი შეგხვდებათ. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, თქვენ რომ ასე გაბრაზებთ და წყობიდან გამოჰყავხართ“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.