"თუ უკრაინა არ შეაჩერებს რუსეთს, რუსეთი ადვილად წაშლის რუკიდან საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს“ - მიხეილ სააკაშვილი
05-11-2015, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა "პოლიტიკო"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 


"ვისურვებდი დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში მონაწილეობას. ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 


მისი მოსაზრებით, ძლიერი და სტაბილური უკრაინა შეძლებს რუსეთის ექსპანსიის შეჩერებას.

 


"თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს, ჩემი მოსაზრებით, რუსეთი ადვილად წაშლის რუკიდან საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძლიერი უკრაინა რუსეთისთვის უდიდესი გამოცდაა", - განაცხადა სააკაშვილმა.

 


ოდესის გუბერნატორმა ასევე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი "ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის" შექმნაში დაადანაშაულა, რომელიც გარკვეულ "ბიზნეს ინტერესებს" ემსახურება.

 


ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების მიზნით დაბრუნებას, სააკაშვილმა განაცხადა: "საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა".

 


გამოცემა "პოლიტიკო" აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელზე გაიგზავნა ელექტრონული პეტიცია სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ. პეტიციას 30 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

 

 

კომენტარები: 1
#1   ვალერიან ხაბურძანია
      
პეტიციას 30 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ამდენი ხმა ირმა ინაშვილმა იორმუღანლოში მიიღო. ;) wink
7 ნოემბერი 2015 16:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი