23 სექტემბრიდან თბილისს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება
21-09-2021, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება.

 


მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსიN403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსიN25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს; მარშრუტ N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიცმგზავრებსვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“)მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება; მარშრუტი N217 ჩანაცვლდება N417-ით და მგზვრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგიწმინდასდასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ.N100-ს მიმდებარედ) მიიყვანს; მარშრუტი N18 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩის გადაკვეთა) იმოძრავებს.

 

 

გარდა ამისა,N22 მარშრუტიN422 მიკროავტობუსითჩანაცვლდება და მგზავრებსმეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელიდან ნესტან დარეჯანის ქუჩამდე (N40-ს მიმდებარედ) მოემსახურება; მიკროავტობუსიN435 ჩაანაცვლებს N35ავტობუსსდა გადასასვლელი ხიდიდან დავით იოსელიანის ქუჩამდე (კორპუსიN205-ის მიდებარედ) გადაადგილდება; N151 ჩანაცვლდება მიკროავტობუსიN451-ით, რომლის მარშრუტი წრიული იქნება და მოძრაობას მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს; მარშრუტი N173ჩანაცვლდება მიკროავტობუსიN473-ით და იონა მეუნარგიას ქუჩიდან (N72-ს მიმდებარედ) გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს;მარშრუტი N90ჩანაცვლდება მიკროავტობუსიN490-ით და მგზავრებს მნათობის ქუჩისN73-დან (ქარხანა „დელტა“)მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდინარეტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტიN93ჩანაცვლდება მიკროავტობუსით -N493 და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ (ბაზრის მხარე) მარშალ ი. პილსუდსკის გამზირამდე(„თბილისი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდება; მარშრუტი N216 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N516 და მოქალაქეებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“გუმათჰესის ქუჩამდე (N21ა-ს მოპირდაპირედ) გადაიყვანს; მარშრუტი N129 ჩანაცვლდება N529 მიკროავტობუსითდა გადაადგილდება ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან (N99-ს მიმდებარედ) სადგურის მოედანამდე.

 

 

რაც შეეხება ახალ და დაკორექტირებულ მარშრუტებს, მგზავრებს ახალი მარშრუტი - N427 მოემსახურება, რომელიციოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან (გერცელ ბააზოვის ქუჩის გადაკვეთა)ვახტანგ გორგასალის ქუჩამდე მოემსახურება; ახალი მარშრუტი - N468 სადგურის მოედნიდან ნინო ჟვანიას ქუჩამდე (ნიკოლოზ ღოღობერიძის II გასასვლელის გადაკვეთა) იმოძრავებს; ახალი მარშრუტი -N433 გადაადგილდება აკაკი კვანტალიანის ქუჩიდან (N97-ს მიმდებარედ) მეტროსადგურ „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია); მარშრუტი - N478 იმოძრავებსმეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მეველეს ქუჩამდე; ახალი, N412-ისმარშრუტი წრიული იქნება და რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; მარშრუტის - N409 გზასავალი დაკორექტირდა. მისი მარშრუტიც წრიული იქნება და სოფელ ქვემო ფონიჭალის მცხოვრებლებს მოემსახურება.

 

 

გარდა ამისა, დაკორექტირდა მარშრუტN410-ის გზასავალი. მიკროავტობუსიწრიულად, ლევან ღოღობერიძის ქუჩიდან (N67ბ-ს მიმდებარე ტერიტორია) იმოძრავებს; მარშრუტN411-ის გზასავალიც დაკორექტირდა. მიკროავტობუსი ევსტათი მცხეთელის ქუჩიდან დაიწყებს მოძრაობას და მგზავრებს მარნეულის ქუჩამდე (N37-ს მიმდებარედ) გადაიყვანს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი