ვასილ ხოდელი: „ლიბერთის“ აქვს ამბიცია და შესაძლებლობა ჰქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი
21-09-2021, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ახალი ლიბერთი“ არის შარშან მომზადებული სტრატეგიული გეგმის პროდუქტი და ეს არის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც ეხება სხვადასხვა მიმართულებებს. ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ ბანკს,- ამის შესახებ „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.

 


მისი თქმით, „ლიბერთის“ ახალი გუნდის მიზანია, ბანკს ჰქონდეს მომსახურების მაღალი ხარისხი, გარდა საცალო მიმართულებისა, ლიბერთი იყოს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი და შექმნას ღია, მდგრადი და კორპორატიული კულტურა.

 


„ლიბერთისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ახალი არ არის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი აგროსექტორში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებული. ეს იქნება არა მხოლოდ პირველადი წარმოების კუთხით, არამედ შემდგომი გადამუშავების ნაწილშიც. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა სეგმენტებში აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი საბოლოო ჯამში იმ მიზნით, რომ მივიღოთ დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“,- აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

 


„ლიბერთის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ბანკი ინაცვლებს მოქმედების ფაზაში და შესაბამისად, „ლიბერთის“ აქვს ამბიცია, მიიღოს უფრო დივერსიფიცირებული პორტფელი, საცალო სეგმენტის ნაწილშიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი