„ეს მთავრობა არის სისხლიანი“ - კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის შვილმა დანით დაჭრა ორი ადამიანი - ერთი მისი ნათესავი და მეორე, დმანისის მოქმედი მერის მამიდაშვილი
21-09-2021, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ოპოზიციის მხარდამჭერებზე შეირაღებული თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც დმანისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ტატუაშვილი და პარლამენტის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვას გეგმავდნენ.

 


როგორც „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში დმანისის მუნიციპალიტეტიდან ჩართვისას კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა, ეს იყო დაგეგმილი, მიზანმიმართული თავდასხმა, რომლის მიზანიცაა აჩვენეონ, თუ რა ელის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წასულ მოქალაქეებს.

 


„თვითონ „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს აქვს იარაღი უბეში. მისმა შვილმა დანით დაჭრა ორი ადამიანი - ერთი ჩემი ნათესავი და მეორე, მოქმედი მერის მამიდაშვილი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა დაგეგმილი და იმ შეხვედრაზე მივედით, სადაც დაგვხვდნენ განთიადელები. შეხვედრის დაწყებისთანავე, დაახლოებით 30 კაცი იყო წინსწრებით მობილიზებული. ეს იგივე ხალხია, რომლებიც შარშან ჩადიოდნენ დანაშაულს და შარშან სცემდნენ და დაჭრეს რამდენიმე ჩვენი აქტივისტი, იგივე ხალხია, აბსოლუტურად - ზურაბ ოყმელაშვილის თაოსნობით ხდება ეს ყველაფერი, მას აქვს იმუნიტეტი სუსიდან და სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, რომ ეს ყველაფერი აკეთოს დმანისის რაიონში, რათა მთელმა საქართველომ დაინახოს, რომ აი, რა ელოდება მათ ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წავა. ეს არ არის სპონტანური, ეს არის დაგეგმილი, რომ შიშის ატმოსფერო იყოს წინასაარჩევნოდ. ჩვენ არ გვეშინია და იმედია, რომ ზუგდიდიდან დაწყებული, დამთავრებული ლაგოდეხამდე ყველა ხედავს, რომ ეს მთავრობა არის სისხლიანი. ის სისხლიანი ბანერები რომ გამოკიდეს, ის ბანერებია, და ესენი რეალურ ცხოვრებაში არიან სისხლიანები“, განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

 

 

„დმანისში ზონდერები მიუვარდნენ ჩვენს კანდიდატს და დაჭრეს მისი 2 მხარდამჭერი ირაკლი კობახიძე / Irakli KobakhidzeKakha Kaladze კახა კალაძეIrakli Garibashvili სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს - არ შეგარჩენთ“, - ასე გამოეხმაურა „ფეისბუქზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია მომხდარ ფაქტს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი