„ ინაშვილს უთქვამს „რესპუბლიკური პარტია“ უნდა გავაუქმოვო, უკაცრავად, მაგრამ ქალბატონო ირმა, 40 წლის წინ, ეს პარტია იმიტომ კი არ შევქმენით, რომ თქვენ მოსულიყავით და გაგეუქმებინათ“ - ლევან ბერძენიშვილი
05-11-2015, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

დეპუტატი, ლევან ბერძენიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს მოუწოდებს, "რესპუბლიკურ პარტიას" თავი დაანებოს.

 


როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიას შეუძლია, "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰკითხოს, ასოცირდება თუ არა "რესპუბლიკური პარტია" მათთან.

 


"მინდა ირმა ინაშვილს ვუთხრა, რომ ცხოვრებაში წარმატებაც მქონია და წარუმატებლობაც. ქალბატონი ირმა, პოლიტიკაში ახალი კადრია, ის პარლამენტის წევრიც არ ყოფილა. მას წარმატებებიც ექნება და მოგებებიც. მან დამარცხებაც უნდა ისწავლოს და აღიარებაც. ყველაზე მთავარი დამარცხების სწავლაა. გამარჯვების აღიარების სწავლაზე ადვილი არაფერია. ქალბატონ ირმას ვურჩევ, "რესპუბლიკურ პარტიას" თავი დაანებოს. მას უთქვამს, ამ პარტიას გავაუქმებო და უკაცრავად, მაგრამ ქალბატონო ირმა, 40 წლის წინ, ეს პარტია იმიტომ კი არ შევქმენით, რომ თქვენ მოსულიყავით და გაგეუქმებინათ. პარტია მაშინ გაუქმდება, როცა ამის საჭიროებას ქართველი ხალხი დააყენებს. ჩვენმა კანდიდატამა ბრძოლაში ინაშვილი დაამარცხა და რა მოხდა მერე? მას რომ მოეგო, ჩვენ ვიტყოდით, რა მოხდა მერე-თქო?! სათქმელი მეტი არაფერი არ მაქვს. ვიცი, რომ ფართომასშტაბიანი ბრძოლა იქნება და არ მინდა ვიხუმრო, რადგან საქმეში ისეთია კაცია ჩართული, რომ მისი შეურაცხყოფა არ შემიძლია. აქციას რუსთაველის ძეგლიდან იწყებენ და თავი რუსთაველს მაინც გაანებეთ და პირდაპირ ხიდაშელებზე გადადით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი