ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
22-09-2021, 07:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰს შეხვდა.

 


შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და ორმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომის გამართვის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში მისი ორგანიზებისთვის.

 

 

განიხილეს თბილისში ქუვეითის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

 


ქუვეითის მხარემ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესი გამოთქვა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის თავმჯდომარე ქვეყნად ქუვეითის სახელმწიფოს არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებას არაბულ სახელმწიფოთა ლიგასა და ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან.

 


შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდუსტრიების განვითარებას, ასევე ექსპორტის დივერსიფიცირებას.

 


განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ქუვეითიდან ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს ქუვეითის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო რეჟიმი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტივა.

 


შეხვედრას, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროში ქუვეითის მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი