ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი, როგორც ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში გამოიკვეთა და იმ მედიაციის პროცესმა, რომელიც წარმართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ქვეყანას შეასრულოს.
„ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი წინადადებები, რომელიც საქართველოს მხრიდან მოდის, კერძოდ, თბილისი გახდეს ერთგვარი პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისათვის, ახალი ინიციატივებისა და პროექტებისთვის და ამ პროცესში ჩვენ მივიღეთ ჩვენი თურქი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი. გარდა ამისა, საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ დინამიკაზე. ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში და ჩვენ უმაღლეს დონეზე მიგვიღეს. ვიზიტისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. გადაწყდა, რომ წლის ბოლომდე გაიმართება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და სადაც ვისაუბრებთ სექტორული თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პერსპექტივაზე და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებზე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.