შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დმანისში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციაა
22-09-2021, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიანდში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციაა.

 

 

„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფ. განთიანდში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.

 

 

ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ნაცვლად სააარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლას. სამწუხაროდ გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან.

 

 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. ნაციონალური მოძრაობა ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

მან ბრიფინგზე „ქართული ოცნების" სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგიც წარმოადგინა და თქვა, რომ არაავთენტური რესურსები, დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების" და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას.


.

„მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების" და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტური რესურსები. ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზიღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების" და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას.

 

 

იგივე სახის კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტური გვერდების შესახებ ეცნობა ფეისბუკის ადმინისტრაციას.

 

 

ისევე, როგორც 2020 წელს ახლაც, მთლიანი კვლევა რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს გაეგზავნება ფეისბუკის ადმინისტრაციას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

 

 

მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:

 

 

სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები. პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში.

 

 

ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს:

 

 

„ქართული ოცნების" წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას.

ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია.

 

 

კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი