საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ლატვიას და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს და საქართველოს მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს.
„ძალიან კარგი საუბარი შედგა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან. ჩვენ ქვეყნებს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. საქართველო მადლიერია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი პარტნიორის მიერ უზრუნველყოფილი დახმარებისთვის. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.