სასჯელაღსრულების მინისტრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
კახა კახიშვილი უარყოფს ცნობებს უწყების მიერ, რაიმე სახის ძვირადღირებული ავეჯის შეძენის შესახებ. მინისტრი მოითხოვს, რომ ამ ინფორმაციის ავტორმა ბოდიში მოიხადოს.
„ამ საიტს ვუჩივლებ სასამართლოში და მოვთხოვ იმდენივე გაზიარებას ბოდიშთან ერთად, რამდენი გაზიარებაც ჰქონდა იმ სისულელეს, რომელიც გამოაქვეყნეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი თეთრის მდივან-კრესლოები ჩემი კაბინეტისთვის არ მიყიდია. ის რაც იყო ნაყიდი, ციფრები იყო დამახინჯებული. თუ ძალიან უნდა ენმ-ს, მე შემიძლია გამოვაქვეყნო რამდენი მილიონის ავეჯი ქონდა ნაყიდი კაბინეტებისთვის ხელისუფლებას“ - განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების უწყებაში, ძვირადღირებული ტყავის სამეულებისა და სავარძლების შეძენის შესახებ ინფორმაცია, ინტერნეტპორტალმა „ედიტორი.გე“-მ გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.