ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
22-09-2021, 20:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, დადასტურდა ორმხრივი მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.

 


აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს მომავალ სამიტებზე სათანადოდ იყოს შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს ვაქცინების გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობას ერთობლივი მიზნის მიღწევაში, როგორიცაა პანდემიის დამარცხება.

 


საუბარი შეეხო თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ლატვიის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში აღინიშნა თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებსა დ პრაქტიკასთან დაახლოებას.

 


გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიური გამოწვევების გადალახვას და ეკონომიკურ ზრდას. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და აღინიშნა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის მოკლე ვადებში გამართვის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რაც კარგი საფუძველია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრისას, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლატვიის მხარდაჭერა დაადასტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი