საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიას მინისტრთა კაბინეტიდან მხოლოდ კახი კალაძე ესწრებოდა. ცერემონიის შემდეგ მხარეები პირისპირ შეხვედრას მართავენ. იგეგმება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში 15:00 საათზე ჩამოვიდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები, თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.