საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ საელჩოში „რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის“ წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს უმასპინძლა.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა იმ ერთგულებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა აგებული.
სენატის უმცირესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე დგომისთვის, მათ შორის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში რუსული სენტიმენტების არარსებობისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.