ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
24-09-2021, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები საერთო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის, თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას ეფუძნება.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის განვითარებას.

 

 

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი და აღნიშნა, რომ ასოცირებული პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ დაფასებას, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთს გაეროში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების თანაავტორობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი