პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში იმ ბრალდებებზე გასცა პასუხი, რომელიც მის ნარკოტიკებთან კავშირს ეხება.
შეკითხვაზე, ხომ არ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ რაიმე კადრები ჰქონდეს - გახარია პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია, და ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია.
„არანაირი კავშირი არ მქონია არასოდეს. კადრები რომ ჰქონდეთ, როგორ ფიქრობთ... ამ კადრებს მოატარებდნენ მთელ მსოფლიოს. ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება. მე არ ვიცი ვინ ურჩია, რაღაც შავი პიარის „ვიღაცებმა“... ეს არის „კაგებეშნიკური“ მეთოდი, ჯერ გაჟღერება და რომელსაც მოჰყვება მთელი პროპაგანდა. ამათ ჰგონიათ, რომ აი ასეთ პროპაგანდას რომ ჩართავენ, ადამიანები სულელები არიან და რაღაც რეფლექსებს ჩაუდებენ. ზუსტად ვიცი - რომელ კაბინეტში და ვის მიერ იგეგმებოდა ეს, რაზე იყო გათვლილი თან - მე, რომელსაც ნარკოტიკებთან ცხოვრებაში საერთოდ არანაირი საქმე არ მქონია, წავიდოდი და... არ ვიცი ჩემი თანამშრომლობის, წარსულის - არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ არ მოხვიდეო, იმიტომ რომ ამოგივარდებაო. ვერ დავიჯერე. კი გამიკვირდა - ჯანსაღი ცხოვრების წესი... კახი გამოდის რაღაცებს შვება.. აი ასე, შემოაგდო და მერე გაიპარა თემიდან, ვითომ მე არაფერ შუაში არ ვარო... თემა შემოაგდო, ერთხელ, ორჯერ... მე როგორც აბსოლუტურად სუფთა ადამიანი, რა თქმა უნდა პირველი რეაქცია რაც მექნებოდა - წავიდოდი და კიდევ კარგი, რომ გამაფრთხილეს. ამას მერე მოჰყვა მთელი რიგი ინფორმაციები, როგორ იგეგმებოდა ეს ყველფერი, შემდგომ რა ხაზები უნდა შემოსულიყო. რა თქმა უნდა, იქნება დრო და ამას ყველაფერს მოვყვები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გახარიამ ასევე თქვა, რომ მას გააჩნდა ინფორმაცია, როგორ აგროვებდნენ მის „ახლო გარემოცვაში ადამიანებს ზეწოლით, მუქარით, მოსყიდვით, რომლებსაც მერე უნდა დაედასტურებინათ ის სისულელე და ცილისწამება, რასაც იქ ამოაგდებდნენ“.
„ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა და მარტო იქიდან კი არა, მერე ამ ინფორმაციას სხვა ინფორმაციებიც დაემატა - როგორ აგროვებდნენ ჩემს ახლო გარემოცვაში ადამიანებს ზეწოლით, მუქარით, მოსყიდვით, რომლებსაც მერე უნდა დაედასტურებინათ ის სისულელე და ცილისწამება, რასაც იქ ამოაგდებდნენ. დადგება ამის დრო და ზოგიერთები რომ დღეს რაღაცას ტლიკინებენ და ჭორაობენ... მე არ მინდა, უბრალოდ ამას მივცე რაღაც კამპანიური ხასიათი“, - აღნიშნა გახარიამ.
მან თქვა, რომ ამ თემაზე „ექსკლუზივს“ ტელეკომპანია „იმედს“ დაჰპირდა.
„ერთი თვის განმავლობაში - შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები - ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებს, რომ გახარია არის „კოკაინშიკი“. მე ვთხოვ, რომ დამითმეთ ეთერი, მომეცით შესაძლებლობა, რომ თქვენს პირდაპირ ეთერში მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.