ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება
25-09-2021, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისია, ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი.

 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურ ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ. ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი. ჩვენ იგივე შესაძლებლობები გვინდა იყოს მეორე მხარესაც - განვითარება და კეთილდღეობა არსებობდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

 

სწორედ ამ მიზეზით, შევიმუშავეთ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხალხს გაუუმჯობესებს ცხოვრების დონეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, უკეთესი მომავლის იმედი მოქალაქეებს მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა.

 

„გვწამს, რომ მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა უკეთესი მომავლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში იწყებს ეკონომიკა აყვავებას, ხოლო ხალხი კეთილდღეობაში თანაცხოვრებას.

 

სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება.

 

ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და ერთი სამშობლოს - საქართველოს - ნაწილი ვართ. ამიტომ, ერთად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალიც. ერთად და მშვიდობიანად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რათა ის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, აყვავებულ და მომავალზე ორიენტირებულ, ევროპულ საზოგადოებად იქცეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი