რუსთავი- 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალის განცხადებით, იმ ორი ადამიანის გარდა, ვისაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული , "რუსთავი-2"-ს არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს. ამის შესახებ დვალმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, რომ ასეთი პროცესები მიდის "რუსთავი-2"-ის ირგვლივ, მინდა გავაფრთხილო, აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა“ - აღნიშნა დვალმა.
რაც შეეხება დროებით მმართველად დანიშვნას, როგორც დვალმა აღნიშნა, სხვა დროს ალბათ ამ წინადადებაზე უარს იტყოდა, სანამ ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესი ბოლომდე არ დასრულდებოდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, დროებით მმართველობაზე დათანხმება გამოიწვია იმ ინფორმაციებმა და ფარულმა ჩანაწერებმა, რაც გავრცელდა ბოლო პერიოდში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.