ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერო ასრულებს კაცობრიობისთვის
25-09-2021, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასრულებს კაცობრიობისთვის, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ცვლილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობას გეგმა აქვს გაწერილი 2030 წლამდე, რაც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლამდე გაწერილ დღის წესრიგს.

 


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მდგრადი განვითარების, ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის, მეტი ეკონომიკური სამართლიანობისა და გამძლეობის იდეას ემხრობა. მისი თქმით, ბევრ სხვა მისწრაფებასთან ერთად ეს იდეები საერთო აქვთ საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

 


„თქვენს წინაშე ვდგევარ და წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც სრული მზაობა და რწმენა გააჩნია; ქვეყანას, რომელიც ოპტიმისტია, მაგრამ მომავალს ყოველთვის პრაგმატული ლინზების პრიზმაში უყურებს.

 


ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასრულებს კაცობრიობისთვის. ასევე ვამაყობ ჩემი ქვეყნით და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული საქმით უფრო ძლიერი დემოკრატიის, მეტად ძლიერი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

 


სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ცვლილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩემს მთავრობას გეგმა აქვს გაწერილი 2030 წლამდე, რაც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლამდე გაწერილ დღის წესრიგს.

 


ჩვენ ვემხრობით მდგრადი განვითარების, ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის, მეტი ეკონომიკური სამართლიანობისა და გამძლეობის იდეას; ვემხრობით ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლებას. ბევრ სხვა მისწრაფებასთან ერთად ეს იდეები საერთო აქვთ საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

 


თანამშრომლობისკენ მოწოდება ჯეროვნად ეხმიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგარიშს საერთო დღის წესრიგის შესახებ, რომელშიც გაწერილია საერთაშრისო თანამშრომლობისა და მრავალმხრივობის იდეის გამოცოცხლების ამბიციური გეგმა. მიმაჩნია, რომ ამ გენერალურმა ასამბლეამ უნდა იმუშაოს ამ რეკომენდაციებზე მიზანსწრაფული და არსებითი გზით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი