[ვიდეო] „შეხვედრები ახლებურად“ - „ლიბერთის“ ახალი პროექტი საქართველოს რეგიონებისთვის
25-09-2021, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთიმ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

 


„შეხვედრები ახლებურად“ ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომლის საშუალებით, ლიბერთი, განსაკუთრებულ შეხვედრებს უწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.

 


პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

 


„ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ - ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. მათთან ერთად ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თეატრმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ლიბერთისთან ერთად, შეხვედრების მასპინძელია.

 


ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. პირველი შეხვედრა მესტიაში შედგა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათივე სურვილით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია.

 

 

ლიბერთის ახალი პროექტის ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ხეთას მცხოვრებლებმა დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა ისურვეს, გურიის სოფელ ბახვში კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ლიბერთის დახმარებით, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელმა ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა.

 


ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

 

 

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ლიბერთი ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ახლო მომავალში, არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი