2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს
25-09-2021, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

 

 

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა: „საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.

 


თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1 002 900-ს, აქედან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

 

 

ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის - 39 135.

 


ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 15 სექტემბერს გადაეცა. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია.

 


არჩევნებისგამოცხადებიდანდღემდეამომრჩეველთაერთიანსიაშიპირადიდაოჯახისწევრებისმონაცემებიდასაარჩევნოუბნისადგილმდებარეობაცესკოსვებგვერდზეამომრჩეველებმა გადაამოწმეს 1 015 186-ჯერ,სწრაფიგადახდისაპარატებისმეშვეობითკი 18 121-ჯერ.

ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის“.

 


ნათია იოსელიანის განცხადებით, დღეიდან დაიწყო 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი და მიმდინარეობს 9 სტამბაში. აღნიშნულ პროცესს აკვირდებიან როგორც ცესკოს წევრები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი