ხობის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, დავით ბუკია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. ამჯერად იგი თორსას, ხამისკურის და ნოჯიხევის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითად გამოწვევად შიდა გზის მოწესრიგება და ზაფხულში სასმელი წყლის პრობლემა დასახელდა. კანდიდატები ამომრჩევლებს მათთან ინტენსიურ ურთიერთობას და დასმული საკითხების უახლოეს მომავალში განხორციელებას დაჰპირდნენ.
შეხვედრას ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ქავთარაძე და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.