შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს შორის უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები, როგორ გააფორმონ საარჩევნო კომისიებში ოქმები
27-09-2021, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, როგორ გააფორმონ საარჩევნო კომისიებში ოქმები.

 


„იფსოსის ე. წ რეიტინგები ტრადიციული ურცხვობის კულმინაციაა. არაა დასამალი, რომ მმართველ და ე. წ მთავარ ოპოზიციურ ძალას ერთ-ერთი მთავარი რაც აერთიანებთ, ეს „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელიც მკვეთრ გამოხატულებას პოულობს სწორედ წინასაარჩევნო ბოლო კვირას და არჩევნების დღეს.

 


ანუ სააკაშვილის პრინციპი, რომ ან მე დავბრუნდები ტრიუმფით ან გყავდეთ სამუდამოდ ბიძინა და მთელი ძალები „ლეიბორისტების“ წინააღმდეგ კვლავ ძალაშია, დარწმუნებული ვარ ამ ორ ძალას შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, როგორ გააფორმონ საარჩევნო კომისიებში ოქმები, საიდანაც ჩვენ უკვე გამოგვყარეს. ვნახოთ, ვნახოთ, ამით მოგებული არავინ დარჩება, წააგებს კი კვლავ საქართველო“, - წერს ნათელაშვილი Facebook-ზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი