ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ განაგრძოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია
27-09-2021, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ, არამედ ჩვენს პარტნიორებს, ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში.

 

 

„ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობა ჩვენს ოპონენტებს სურთ.

 


ვუყურებთ, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტით, საარჩევნო კამპანია. ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი გამონაკლისი იყო, ძალიან სამწუხაროა ძალადობის ფაქტები და მე ამის თაობაზე საჯაროდაც განვაცხადე და გავავრცელე განცხადება. დმანისის მოვლენების თაობაზე მინდა აღვნიშნო რამდენიმე სიტყვით, რომ მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მნიშვნელობა არ აქვს ვისგან იყო ეს პროვოცირებული და დაგეგმილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალადობას და ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და ამის თაობაზე ჩვენმა პარტიის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ამიტომ, ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად, ძალიან მტკიცედ უნდა ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები.

 


დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებული არის პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა, ეს ყველაფერი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი