მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც თქვენ და „ტვ პირველმა“ გაავრცელეთ, ამის თაობაზე მე გავაკეთე ერთხელ უკვე კომენტარი და მეორედ აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს- მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვაზე, გავრცელებული ჩანაწერები იყო თუ არა კანონის ფარგლებში მოპოვებული, პასუხს გამოძიება გასცემს.
„კითხვაზე, გავრცელებული ჩანაწერები იყო თუ არა კანონის ფარგლებში მოპოვებული, პასუხს გამოძიება გასცემს. გამოძიებამ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, შეისწავლოს ავთენტურობა, უნდა შეისწავლოს გავრცელებული ფაბრიკაციები და მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია რა ნამდვილი ჩანაწერი. ამას დრო და ანალიზი სჭირდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩანაწერის ნამდვილობა უარყო. იმდენად არასერიოზული და ტყუილის შემცველი ჩანაწერები იყო, რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ფაბრიკაციაა. მით უმეტეს, ვიცით რა სააკაშვილის ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო რა თქმა უნდა, დიდი სიყალბე, ეს იყო ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.