ცესკო: საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა
27-09-2021, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

 


ცესკოს ცნობით, დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა.

 


„ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით. აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს. ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა და ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ.

 


საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს პროფესიული სტანდარტებით, საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად და გამჭვირვალედ, თუმცა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი ასევე არიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზება. არჩევნებამდე სულ რაღაც ხუთი დღე რჩება და ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.

 


საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი და ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და არჩევნების სანდოობას“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი