შალვა ნათელაშვილი: შემზარა იმან, რომ ნიკა გვარამიაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25-წლიანი პატიმრობა გამომიცხადა
27-09-2021, 22:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკა გვარამიაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25-წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც „ბავშვიყლაპია“, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ასკვნის, რომ 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში, იწყებს მათთვის არჩევნების გაყალბებას.

 


„თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ - რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იფსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა - კალაძე ორი.

 


მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში, ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას - ჯერ სამარცხვინო რეიტინგები, მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ-პოლები და ბოლოს - გაყალბებული საარჩევნო ოქმები. ანუ ძაღლის კუდი არ განიმართების, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა, ვადასტურებ იმასაც, რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია, მაგრამ შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25-წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც „ბავშვიყლაპია“, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს. მეტი რა ვთქვა. P.S რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა - რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს, სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?“- წერს ნათელაშვილი Facebook-ზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი