პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ - 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, - ასე გამოახმაურა „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის კრიტიკას.
„პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ - 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგები ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო ერთი მისხალით არ გაზრდილა. დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს. სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიის ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთი და იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.
დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმულაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშის მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.
სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებენზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ“, - წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკა გვრამაიში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25-წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც „ბავშვიყლაპია“, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ასკვნის, რომ 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში, იწყებს მათთვის არჩევნების გაყალბებას.
„თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ - რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იფსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა - კალაძე ორი.
მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში, ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას - ჯერ სამარცხვინო რეიტინგები, მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ-პოლები და ბოლოს - გაყალბებული საარჩევნო ოქმები. ანუ ძაღლის კუდი არ განიმართების, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა, ვადასტურებ იმასაც, რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია, მაგრამ შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25-წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც „ბავშვიყლაპია“, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს. მეტი რა ვთქვა. P.S რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა - რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს, სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?“- წერს ნათელაშვილი Facebook-ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.