ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი
28-09-2021, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა; მე ადრე ვთქვი, ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ონში, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა.

 


„ეს ძალიან მარტივი წასაკითხია. ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს ადამიანს, ეს ძალიან მარტივად იკითხება, თავიდან ბოლომდე ჩართულია სააკაშვილის თამაშში. აღარ მინდა ამ საკითხზე დამატებითი სპეკულაციები, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება, რომ ალბათ, როგორც ჩანს რაღაც ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გიორგი გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია. მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი, ჩვენს გუნდს, რადგან ის არის კლასიკური მოღალატე. რა შეიძლება იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება და ტრაგედია, როცა შენი გუნდი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს და მეორეს მხრივ, სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გახარიას მიერ შეტანილი საჩივარი არ არის საინტერესო, რადგან ეს ყველაფერი არის იგივე ხელწერა, რაც მას „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან აკავშირებს.

 


„მათ ერთი თამაში აქვთ. თბილისში რატომ დააყენა ტავი მერად, იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება აიღოს, არის 7-8-10% თბილისში, მან პირადად. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, როგორმე იქნებ მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, მოსახლეობა ბრძენია, თბილისის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი