ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი სამაგალითო, თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები იყოს, რათა არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს
28-09-2021, 12:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი სამაგალითო, თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები იყოს, რათა არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა ადგილებზე გარკვეული პროვოკაციებია მოსალოდნელი, პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღკვეთენ.

 

 

„სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მშვიდ, კონკურენტულ პირობებში. მე გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გასაგონადაც, რომ ჩვენი მთავარი ამბიცია არის , რომ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები იყოს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე, რომ არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ არჩევნების დღეს, პოლიცია სრულად მობილიზებულია, რომ არავითარი ექსცესი, რამე პროვოკაცია არ მოხდეს. ჩვენ არაერთგზის გავავრცელეთ განცხადება, რომ მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციები სხვადასხვა ადგილებზე, უბნებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ სრულ მობილიზებას ვაცხადებთ, პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთთ. არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს. მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს, ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ ამ პროვოკაციებს ვუპასუხოთ მშვიდად და მშვიდად დავასრულოთ არჩევნების დღე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი