საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს კითხვები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მინისტრი განმარტებას ითხოვს, თუ რა იგულისხმება აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ პროცესები ღამით განვითარდა და მას პოლიტიკური შინაარსი აქვს.
“მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში. მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად და რაც მთავარია ის არ არის ანტიკონსტიტუციური. კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს რას ნიშნავს “ღამით მოხდა მოვლენები”. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18:00 საათზე და დღეს დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა, მინდა ხელი დამიდონ დოკუმენტზე რა არის ღამე მომხდარი,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
"აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით" – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებაში, რომელიც “რუსთავი 2”-ის გარშემო 5 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება.
"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას”, – ნათქვამია იან კელის განცახდებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.