პარტია „კანონი და სამართალი“-ს დამფუძნებელი თამარ ჩარკვიანი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თბილისში 2 ოქტომბერს, საღმოს საათებში ჩამოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მკაცრად აფრთხილებს, რომ თუკი ხელისუფლება მის მიერ აეროპორტთან მიყვანილ სააკაშვილის მხარდამჭერებს „ბანდას“ დაუპირისპირებს, ღარიბაშვილი ციხეში ამოყოფს თავს.
„ახლა იქნება თქვენზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან მე ვაგებ პასუხს იმ მოძრაობაზე, რომ არავინ არ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე. მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ, ხოლო თქვენზე იქნება სისხლისღვრის პასუხისმგებლობა თუ თქვენ გადაწყვეტთ სამოქალაქო ომს საქართველოში.
თუ ვნახე, რომ ახლა, გადაწყვეტილების მიღების ჟამს, როცა ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირებთ თქვენ მიერ უკვე კარგად ნაცნობ დასავლეთისთვის ბანდას, პირობას გაძლევთ, ციხეში ამოყოფთ თავს. თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილი ამოყოფთ ამ საქციელის გამო, მომავალში, ციხეში თავს“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.