2007 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკა სწრაფი აღმავლობის გზაზე დგას.
„შესაბამისად, მე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებდა და მახარებს, ვინაიდან ჩემს დროსაც მოხდა ეს, დაემთხვა, ასე მოხდა და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, ვინაიდან, უფრო მეტი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა, უფრო მეტი ზრდა იყო ეკონომიკის. 1.2 მილიარდით გავზარდე ბიუჯეტი სულ რაღაც 6 თვეში, ლარის კურსი დასტაბილურდა, გამყარდა, ეს ყველაფერი მახარებდა და შეჯამებულად ვთქვი, რომ ეკონომიკა სწრაფი აღმავლობის გზაზე დგას და ასეც არის. ეს მხოლოდ მე არ მითქვამს, ეს თქვენს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ, რომ საქართველოს ეკონომიკა იმაზე სწრაფად აღდგა და ვითარდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი და პროგნოზირებული. ძალიან მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო - მანამდე, მათი პროგნოზების მიხედვით, წელს, ჩვენი ეკონომიკა გაიზრდებოდა ალბათ 3-4%-ით და მათვე, ძალიან მალე, შეცვალეს გადაწყვეტილება, პროგნოზები და 7.7% დაგვიწერეს. ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენი ეკონომიკა წელს გაიზრდება, დაახლოებით, მინიმუმ, 10%-ით. წინასწარი შედეგები აგვისტოს თვეშიც 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოვა ეს პროგნოზი, მაგრამ წინასწარი დათვლებით 10%-ზე მეტია ეს ეკონომიკური ზრდა აგვისტოსთვის და შესაბამისად, 8 თვეში გამოგვდის 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. ყველანაირი სცენარის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ გავდივართ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო 8 წელია შენდება გზები, ინფრასტრუქტურა, ხიდები, წყალი, მელიორაცია, სოფლები, გაზიფიცირება, რაც მანამდე, პრაქტიკულად არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.