პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და დღეს აზერბაიჯანელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებსა და იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელებენ, სადაც ერთობლივად არიან ჩართულები საქართველო და აზერბაიჯანი.
ზალკალიანის თქმით, საუბარი ასევე შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურას.
“პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის წინა ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლების შესახებ და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია წარმოდგენილი იქნება დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებით, სადაც მსჯელობა გაიმართება სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მიზნებზე, ასევე იმ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე, სადაც ერთობლივად ვართ ჩართული, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საუბარი ასევე იქნება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაციის კუთხით არსებულ ინფრასტრუქტურაზე და ვფიქრობ, მთავრობათაშორისი კომისია არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პერსპექტივები იყოს თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.