პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ პირებზე განაცხადა, რომ მათ მიერ გაჟღერებული და თან რეაგირების გარეშე დატოვებული ბრალდებები მოწმობს, რომ მათ ან სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ ესმით, ან „ფეხებზე ჰკიდიათ“, რადგან კორუფციული შემოსავლების შენარჩუნების ინტერესს უფრო მაღლა აყენებენ.
„ყველაფერი დაიწყო, რომ დაგვაბრალეს სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. მერე თქვეს რომ არა, კაცო, ეს პოლიტიკურიაო... როდესაც ქვეყანაში პასუხისმგებლიანი პოზიციების პოლიტიკური თანამდებობის პირები გამოდიან და აი ასე, ჰაერზე ისვრიან სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებას - თან დაასახელეს ჩვენი ჯარისკაცები, პოლიციელები, 29-30 ადამიანი - ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, რა არის სახელმწიფო ინსტიტუტი, საერთოდ არ ესმით! ან, ესმით, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ. იმიტომ, რომ მათთვის ყოველდღიურად სავარძელში ჯდომა და კორუფციული შემოსავლები არის უბრალოდ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი - რაც ჩვენ ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად უნდა დავასრულოთ იმისთვის, რომ ქვეყანას მივცეთ წინსვლის შესაძლებლობა და არა „ნაცების“ წარსულში დაბრუნების, რასაც ეს ვაჟბატონები გვიპირებენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.