„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს და მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება.
პაპუაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში.
„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს სამი წელი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი წელი. გარდა ამისა, ორი საქმე, 8 000 000 ლარის გაფლანგვისა და ე.წ. „ტელეიმედის“ საქმე არის განხილვის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის მოსახლეობის თუ პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელსაც ექნებათ კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები უნდა აღსრულდეს თუ არა ისე, როგორც ეს იქნა გამოტანილი. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში და რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ „სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს“.
„რაც შეეხება ახალ საქმეებს, რა საჭიროებაა ახალი საქმეების, როდესაც ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და ჯერ არ არის განაჩენები დამდგარი. რაიმე შეკითხვები იმაზე, თუ რა პროცედურა მოყვება მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, მგონი ზედმეტია. არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.