განათლება, სპორტი და ახალგაზრდული საქმეები ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება. ეტაპობრივად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის თემებში, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს.
მისი თქმით, სოფელ მულახში აშენდა ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტული ცენტრი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სპორტული ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით. მოეწყო საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები, კაფე ბარი და ნომრები, რაც საშუალებას იძლევა ადგილზე ჩატარდეს საწვრთნელი შეკრებები და ვუმასპინძლოთ სხვადასხვა ნაკრებ გუნდებს.
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სპორტული დარბაზები ასევე აშენდა ნაკრას, ფარის და ხაიშის თემებში, ამ ეტაპზე კი მშენებლობა სოფელ ლენჯერში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.