ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიმოიხილა.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა. საუბრისას შევეხეთ ორმხრივი მნიშვნელობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.